ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ იტალიურ მედიასთან სკუდეტოს შესახებ მოკლე და საინტერესო კომენტარი გააკეთა:
„ვხედავ, ყველა გუნდი ამბობს, რომ დასახულ მიზანს მიაღწიეს. მაგრამ არცერთს გამოუთქვამს სკუდეტოს მოგების სურვილი. თუ არავის სურს მისი მოგება, სიამოვნებით მივიღებთ ჩვენ“, – აღნიშნა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ატალანტას“ 6 ქულით უსწრებს და ჩემპიონობისთვის 3 ქულა სჭირდება. მომდევნო ტურში „იუვე“ 26 ივლისს, „სამპდორიას“ უმასპინძლებს.