ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, რომ ანდრეა პირლოს ნდობას უცხადებენ და ახალ პროექტში დარწმუნებულნი არიან.
„სამწუხაროდ მათ თვალში, ვინც ფეხბურთში არ არის ჩართული, მხოლოდ გამარჯვებაა მნიშვნელოვანია, მაგრამ შედეგის მისაღწევად მრავალი ფაქტორია საჭირო და მათ შორის კარგად მუშაობა. წარმატებული ციკლი 3-4 წელი გრძელდება, ჩვენ ეს შევცვალეთ და ყოველთვის ვახერხებდით გამარჯვებას, ეს დიდი დამსახურებაა. წელს შევცვალეთ ხაზი და გვჯერა, რომ ამ ხაზს შეუძლია იმედისმომცემი შედეგების მოტანა. ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რაც გავაკეთეთ, გუნდი განახლდა და ახალი მწვრთნელი გვყავს.
პირლოს ზეწოლა მოსწონს, როგორც ყველას ამ დონეზე, მასაც ეს სიამოვნებას ანიჭებს. გუნდი ცდილობს გარკვეული სათამაშო ხაზი ჰქონდეს და წინ მივდივართ“, – თქვა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 49 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 6 მარტს შინ, რომის „ლაციოსთან“ გამართავს.