ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „სპალთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. მან გუნდის, ჯანლუიჯი ბუფონისა და ტრანსფერების შესახებ ისაუბრა.
„ყველა თამაშს და ყველა ტურნირზე გამარჯვების სურვილით ვთამაშობთ. იტალიის თასის ამის ნაწილია. იანვარში ბევრი თამაში ჩავატარეთ და ყველა მოვიგეთ, გარდა მილანში, „ინტერთან“ შეხვედრისა, მაგრამ ეს ნორმალურია და შეიძლება რაღაც დაბრკოლებები იყოს. იქ კარგად არ გვითამაშია, თუმცა ამ თვის დანარჩენი მატჩები კარგად ჩავატარეთ.
ბუფონთან ახალი კონტრაქტი? ჯიჯი არაჩვეულებრივია და თავის სახლშია. ამ თემას დიდი როგორც ყოველთვის სიმშვიდით ვუდგებით და როდესაც მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ვისაუბრებთ.
ტრანსფერები? როგორც აქამდეც ვამბობდი, ეს არის შესაძლებლობების ბაზარი, რომელიც ერთის მხრივ ტექნიკურია, მეორეს მხრივ ეკონომიკური. ორივე კომპონენტის მიმართ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყველა კლუბი და სპორტული დირექტორი სატრანსფერო ბაზარზე ფრთხილად უნდა იყოს. ჩვენი შემადგენლობა კონკურენტუნარიანია და ყველა ასპექტში დაკომპლექტებულები ვართ“, – თქვა პარატიჩიმ.