ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „ატალანტასთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუსა და მაურიციო სარის კონფლიქტი არაა და დასვენების გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს.
„რონალდუსა და სარის არანაირი პრობლემა არ არსებობს. ძალიან კარგი ურთიერთობა აქვ, ერთმანეთში ისაუბრეს და ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დღეს არ ეთამაშა, რომ რეაბილიტაცია მშვიდად გაეგრძელებინა.
ბონუჩი? კონტრაქტის გახანგრძლივება მნიშვნელოვანი სიგნალია. ის იყო ერთ-ერთი კაპიტანი „მილანში“ წასვლამდეც, მისი გაყიდვა მტკივნეული გახლდათ, მაგრამ შემდეგ დაბრუნდა და ამის გამო ბედნიერები ვართ.
ტრანსფერები? ჩვენ სამი თავდამსხმელი და ბევრი გამთამაშებელი გვყავს. ვფიქრობ, შემადგენლობა საკმარისადაა დაკომპლექტებული“, – თქვა პარატიჩიმ.