მთავარი / სიახლეები / პარატიჩი პირლოზე, ალეგრიზე, ნახევარდაცვის გაძლიერებაზე და სხვა…

პარატიჩი პირლოზე, ალეგრიზე, ნახევარდაცვის გაძლიერებაზე და სხვა…

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ Sky Sport-თან ისაუბრა. მან კომენტარი გააკეთა ნახევარდაცვაში ახალი ფეხბურთელების საჭიროებაზე, „ინტერთან“ ჩამორჩენაზე და მასიმილიანო ალეგრის შესაძლო დაბრუნებაზეც.

„შჩესნის ზედიზედ რამდენიმე თამაში ჰქონდა ჩატარებული და „ტორინოსთან“ ბუფონს უნდა ეთამაშა, მაგრამ შემდეგ დისკვალიფიკაცია მისცეს. ამიტომ, პირლომ ვოიცეხთან ისაუბრა და ერთად გადაწყვიტეს, რომ „ნაპოლისთან“ კარში ბუფონი ყოფილიყო.

სეზონის ბოლომდე ყველა თამაში მნიშვნელოვანია, სეზონი, როდესაც ბოლოსკენ მიდის, უფრო მეტი წონა აქვს თამაშებს. პირლოს მომავალი? 11 წლის განმავლობაში შევეჩვიეთ ზეწოლას, მაშინაც, როცა ტიტულებს ვიგებდით და მაშინაც, როცა ყველაფერი კარგად არ მიდიოდა. ანდრეას ადრე პასუხისმგებლიანი ფეხბურთელი იყო და ყოველთვის ავლენდა ტავის ხასიათს, ახლა კი ჩვენ მას ვენდობით. ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩენა? პოზიტიურზე ვფიქრობთ და ვცდილობთ, ყველა თამაშში 3 ქულა მოვიპოვოთ. ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენაზე არ ვფიქრობთ, ეს არ არის ჩვენი ჰიპოთეზა.

დელ ნერის სეზონში ჩვენ გვყავდა ბარძალი, ბონუჩი და კიელინი და ყველა გვეუბნებოდა, რომ მცველი უნდა გვეყიდა. ჩვენ მთელი მსოფლიო შემოვიარეთ და ვფიქრობდით, რომ მათზე უკეთესი მცველები ძალიან ცოტანი იყვნენ. ასე იყო და ჩვენ მართლები ვიყავით. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები, რომლებიც ახლა გვყავს, ძლიერები და კონკურენტუნარიანები არიან. რაბიო საფრანგეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია, არტურმა ბრაზილიასთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო, ბენტანკურმა 100 მატჩი ჩაატარა „იუვენტუსში“ და მაკკენი ნამდვილი აღმოჩენაა.

ეს არის უცნაური, რთული სეზონი ბევრი კომპონენტით. ყველამ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა, გავაკეთოთ სწორი და მკაფიო ანალიზი. რა აქვს „ინტერს“ უფრო მეტი? მათ სეზონი იგივე მწვრთნელით დაიწყეს, ღრმად ფესვგადგმული იდეით. ვიცით, როგორ მუშაობს ანტონიო, ის თამაშის ორგანიზებას მნიშვნელოვან წერტილად აქცევს. ჩვენ დიდი გუნდებიდან ერთადერთი ვიყავით, ვისაც ახალი მწვრთნელი გვყავდა. არ გვქონია პრესეზონი. ჩვენ კითხვებს საკუთარ თავთან მაშინაც ვსვამდით, როდესაც ვიგებდით. შემადგენლობის განახლებაზე სატურნირო ცხრილი არ გვაფიქრებს. ყოველწლიურად უნდა განვითარდეთ. შემადგენლობის საკითხზე წლის ბოლოს მწვრთნელთან ვისაუბრეთ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით.

ალეგრის დაბრუნება? ახლა ჩვენ მუშაობაზე და რაც შეიძლება უკეთ საქმის გაკეთებაზე ვფიქრობთ. არანაირი მსჯელობა არ არსებობს, რომელიც სცდება მატჩებსა და ტექნიკურ ფაზას“, – თქვა პარატიჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …