ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, რომ პაულო დიბალა „იუვეს“ მომავალია და მის აგენტთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.
„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ დიბალას მენეჯერთან. მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მასში მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩავდეთ, როდესაც შევიძნეთ. მისი ყოველთვის გვჯეროდა, მივეცით 10-ნომრიანი მაისური, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის გვქონდა ნდობა პაულოს მიმართ, დარწმუნებული ვართ, რომ ის „იუვეს“ მომავალი იქნება.
„მილანთან“ წაგება? ნებისმიერი გუნდისთვის რთულია 5 წუთში 3 გოლის გაშვება. ეს ხდება, ასევე მოხდა რამდენიმე წლის წინ „ფიორენტინასთან“ მატჩში. უნდა ვიფიქროთ მომავალზე და „სასუოლოსთან“ მატჩზე“, – თქვა პარატიჩიმ.
აქვე გეტყვით, რომ პაულო დიბალას ტურინელებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.