იტალიის ნაკრებისა და „ინტერის“ ყოფილმა მეკარემ ჯანლუკა პალიუკამ განაცხადა, რომ „ნერაძურიში“ უფრო მეტი ტიტული „იუვენტუსის“ გამო ვერ მოიგო.
„ინტერში“ ხუთი წელი ვითამაშე და კიდევ უფრო დიდხანს დავრჩებოდი, ლიპი რომ არ ყოფილიყო, ბევრად მეტს გავაკეთებდი და ბევრად კმაყოფილი ვიქნებოდი. ჩვენ ყველამ ვიცით, რატომ ვერ მოვიგეთ 1998 წელს სკუდეტო, რაც ბოლო ტურში „იუვენტუსთან“ მატჩში მოხდა (რონალდო-იულიანოს ეპიზოდი იგულისხმა). საჩემპიონო სამკერდე ნიშანი „იუვენტუსს“ გადაეცა, მაგრამ კარგად ვიცით, რატომაც“, – თქვა პალიუკამ.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა პალიუკა „ინტერში“ 1994-1999 წლებში თამაშობდა და შემდეგ გუნდი მარჩელო ლიპის გამო დატოვა, რადგან მან „იუვენტუსიდან“ ანჯელო პერუცი მიიყვანა.