მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: ჯუზეპე მაროტამ “იუვე” დატოვა
ოფიციალურად: ჯუზეპე მაროტამ “იუვე” დატოვა

ოფიციალურად: ჯუზეპე მაროტამ “იუვე” დატოვა

ტურინის „იუვენტუსში“ გენერალური დირექტორის პოსტზე ჯუზეპე მაროტა აღარ იმუშავებს. მოულოდნელი ინფორმაცია თავად მაროტამ „ნაპოლისთან“ მატჩის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია Sky Sport-თან საუბარში გაავრცელა.

„25 ოქტომბერს ვადა გასდის ჩემს მანდატს გენერალური დირექტორის პოსტზე. კლუბის დირექტორატის განახლებულ სიაში კი, ჩემი გვარი არ ფიგურირებს. „იუვენტუსი“ ყოველთვის ჩემს გულში დარჩება და აქ დიდებული 8 წელი გავატარე.

– ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება: კლუბმა თუ თქვენ?

– ამას გამოვაცხადებთ, რადგან თავიდან იქნას აცილებული ჭორები.

– იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში მიდიხართ?

– ამ მომენტში ეს გამოცდილება არ მაინტერესებს. ჩემს კანდიდატურას არ წამოვაყენებ.

– ეს დიდი სიურპრიზია. მიდიხართ მაშინ, როდესაც ჩემპიონთა ლიგისთვის გუნდი მზადაა…

– დიახ. ახლა არ მსურს დეტალებზე საუბარი, რადგან ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტია.

შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე მაროტა „იუვენტუსში“ 2010 წლიდან მუშაობდა და მისი სახელი არაერთ წარმატებულ ტრანსფერს უკავშირდება. როგორც იტალიური მედია იტყობინება, სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი „ბებერ ქალბატონში“ მუშაობას აგრძელებს, ხოლო მაროტას მომავალი ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევითი სიახლე

#HiguaIN – გულშემატკივრები იგუაინის დარჩენას ითხოვენ

ითამაშებს თუ არა გონსალო იგუაინი ახალ სეზონში „იუვენტუსში“? უნდა შეინარჩუნოს თუ არა იგუაინი „იუვენტუსმა“? ასეთი …