იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონი 3 აპრილამდე შეწყდა. ბუნებრივია, ასეთ დროს გაჩნდა კითხვა, რომელიც ევროთასებზე ასპარეზობას შეეხება.
„იუვენტუსს“ (ისევე როგორც სხვა იტალიური გუნდებს, რომლებიც ჩემპიონთა და ევროპა ლიგებზე თამაშობენ) ევროტურნირების მატჩის ჩატარების უფლება მიეცათ. თუმცა, ყველა იტალიური გუნდი სახლში უმაყურებლოდ ითამაშებს.
ამრიგად, „იუვენტუსი“ „ლიონს“ ტურინში დაუხვდება (17 მარტს), მაგრამ ცარიელი ტრიბუნების ფონზე.
იმ შემთხვევაში, თუ „იუვე“ ფრანგულ ბარიერს გადალახავს, შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩი მაყურებლებით ჩაატაროს, რადგან მეოთხედფინალები 3 აპრილამდე არ გაიმართება. იტალიის მთავრობა კი, მანამდე სიტუაციის დასტაბილურებას იმედოვნებს.