მთავარი / სიახლეები / სერია A / ოფიციალურად: “იუვე” – “ინტერი” 13 მაისისთვის გადაიდო

ოფიციალურად: “იუვე” – “ინტერი” 13 მაისისთვის გადაიდო

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა, „იუვენტუსი“ – „ინტერი“ არ გაიმართება. ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, შეხვედრა 13 მაისისთვის გადაიდო.

„იუვე“ – „ინტერის“ გარდა, რომელიც თავდაპირველი ცნობით, მაყურებლების გარეშე უნდა გამართულიყო, ასევე გადაიდო ტურის კიდევ ოთხი თამაში („მილანი“ – „ჯენოა“, „უდინეზე“ – „ფიორენტინა“, „პარმა“ – „სპალი“, „სასუოლო“ – „ბრეშა“) და ისინიც 13 მაისს შედგება.

აღსანიშნავია, რომ 13 მაისს იტალიის თასის ფინალი იყო დაგეგმილი, რომელმაც ერთი კვირით გადაიწია და 20 მაისს ჩატარდება.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …