იტალიაში გუნდური ვარჯიშები 18 მაისიდან განახლდება, ამის შესახება ინფორმაციას იტალიის სპორტის მინისტრი ავრცელებს.
სერია A-ს გუნდები ინდივიდუალური ვარჯიშიდან გუნდურზე ერთ კვირაში შეძლებენ გადასვლას რათქმაუნდა უსაფრთხოების ყველანაირი ზომის დაცვით.
“მთავრობის თხოვნით, სამეცნიერო კომიტეტმა ვერდიქტი გამოიტანა და დაადასტურა სამინისტროს გონივრული მიდგომა სამედიცინო პროტოკოლზე დაყრდნობით.
კომიტეტის მითითებები, რომლებიც მკაცრი და სავალდებულოა, გადაეცემა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას, რომ მოახდინონ ოქმში აუცილებელი კორექტირება, რათა გუნდებმა 18 მაისიდან განაახლონ ტრენინგი უსაფრთხოების ყველანაირი ზომის დაცვით” – ნათქვამია სპორტის მინისტრ ვინჩენცო სპადაფორას განცხადებაში.