ტურინის „იუვენტუსმა“ გონსალო იგუაინს კონტრაქტი გაუწყვიტა. „ბებერი სინიორას“ ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
მხარეებმა ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. „პიპიტა“ კარიერას ამერიკაში, „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს.
„იუვემ“ იგუაინი 2016 წელს „ნაპოლიდან“ 90 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ პერიოდში იგუაინმა შავ-თეთრი მაისურით 149 მატჩი ჩაატარა და 66 გოლი გაიტანა. სამჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა, ხოლო ორჯერ იტალიის თასი მოიგო.