ტურინის „იუვენტუსმა“ ნიჭიერ რუმინელ მცველ რადუ დრაგუშინს კონტრაქტი გაუხანგრძლივა და ის „ბებერ ქალბატონში“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, ამრიგად ნათელია, რომ კლუბში მასზე იმედს ამყარებენ.
რადუ დრაგუშინი „იუვეს“ აკადემიაში 2018 წელს გამოჩნდა, ხოლო პირველ გუნდთან ერთად მიმდინარე სეზონში ვარჯიშობს და დებიუტიც ჰქონდა. ანდრეა პირლომ 19 წლის ფეხბურთელი ოთხჯერ ათამაშა: ორჯერ იტალიის თასზე, თითოჯერ კი სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე.
UFFICIALE 🤝 Radu #Dragusin rinnova fino al 30 giugno 2️⃣0️⃣2️⃣5️⃣! ⚪⚫
🗞 https://t.co/7eDcFHUkOq 🗞#ForzaJuve pic.twitter.com/DhI0i8LfRX
— JuventusFC (@juventusfc) April 9, 2021