მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს არ ეშინია და როდესაც პორტუგალიელი მასთან პირისპირ გადის, უპირატესობა არა რონალდუს, არამედ მას აქვს.
„მეკარეებისთვის რამდენიმე გზა არსებობს, რომ მის პირისპირ მყოფ თავდამსხმელს ცხოვრება გაურთულოს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ჩემს წინ. კრიშტიანუ რონალდუს პირისპირ ბევრჯერ ვყოფილვარ, მის წინააღმდეგ რამდენჯერმე ვითამაშე და ეს ჩემთვის უპირატესობაა, რადგან მისი მოძრაობები ვიცი. როდესაც ის ჩემს წინაა, არ ვფიქრობ: „აქ რონალდუა, რა გავაკეთო, მეშინია“ – არა, მისი არ მეშინია“, – თქვა ნოიერმა.
აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუს მანუელ ნოიერის კარში 2012-2017 წლებში 9 გოლი აქვს გატანილი.