მთავარი / სიახლეები / ნედვედმა პირლოს, რონალდუსა და დიბალას მომავალზე ისაუბრა

ნედვედმა პირლოს, რონალდუსა და დიბალას მომავალზე ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ტელეკომპანია DAZN-თან ინტერვიუში ანდრეა პირლოს, კრიშტიანუ რონალდუსა და პაულო დიბალას მომავალზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, პირლოსა და რონალდუს დარჩენა გადაწყვეტილია, ხოლო დიბალას შემთხვევაში სატრანსფერო შესაძლებლობები ფასდება, ისე როგორც ყველა ფეხბურთელის შემთხვევაში.

„პირლო არის და იქნება „იუვენტუსის“ მწვრთნელი, 100%-ით. ჩვენ ანდრეას პროექტი გვაკავშირებს, ვიცოდით რა სირთულეები იქნებიდა, გვინდოდა უფრო მეტი გაგვეკეთებინა, მაგრამ ვერ შევძელით, სირთულეები კი გათვალისწინებული იყო. ახალი მწვრთნელი გვყავს, ძალიან გაახალგაზრდავებული შემადგენლობით. მშვიდად ვართ, ვართ გზაზე, რომელიც გვსურდა და ამ გზას მივყვებით. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ შესანიშნავი მწვრთნელი გახდეს, 6 თვეში წარმატების მიღწევა დადაპირებების გაცემა რთულია.

კრიშტიანუმ როგორც ტექნიკურ, ისე წარმომადგენლობით დონეზე მოგვცა სტიმული ფეხბურთის ოლიმპოსკენ სვლისთვის. ტექნიკურ დონეზე სათქმელი არაფერია. მან 120 მატჩში 100 გოლი გაიტანა. შეგვიძლია გავაკრიტიკოთ, რადგან ყველანი ღია ვართ კრიტიკისთვის და უნდა მივიღოთ კრიტიკა, როდესაც ვცდებით. მაგრამ მის სტატისტიკაში ეჭვის შეტანა და იმაში, რასაც ყოველ მატჩში ამტკიცებს, ჩემთვის არ არის სამართლიანი. ის ძალიან უბრალო ბიჭია, თუნდაც გარედან სხვანაირად ჩანდეს. ბავშვები შეისწავლიან მის სხეულს და კარიერას. თანამედროვე მოთამაშის პროტოტის, რომელმაც უდიდესი ნიჭითა და ბევრი შრომით წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწია. წასვლა? მას კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს და ხელშეუხებელია. ის დარჩება და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება.

ალეგრის სიტყვები მომეწონა. მან ჩვენთან მშვენიერი წლები გაატარა, პირველ რიგში სიხარული გავიზიარეთ და მან „იუვენტუსის“ ისტორიაში დაწერა. ჩვენი დაშორება ბუნებრივად მოხდა და სინანული არ არსებობს.

დიბალა? ის ძალიან გვაკლია, მას ამ სეზონში 800 წუთზე მეტი დრო არ უთამაშია და ეს ძალიან ცოტაა. მისი ყოფნა გარანტიას მოგცემს შეტევაში უკეთესი თამაშის და გოლების, რომლებიც აქამდე აშკარად დაგვაკლდა. მას კიდევ ერთი წელი აქვს ხელშეკრულება და სხვა დასამატებელი არაფერია იმაზე მეტი, რაც პარატიჩიმ და ანიელიმ აქამდე თქვეს. ცხადია, „იუვეში“ ყოველთვის ფასდება ყველა მოთამაშე და ფასდება სატრანსფერო ბაზრის ყველა შესაძლებლობა, ნორმალურია, რომ ასეა.

მაროტა და კონტე? მეტოქეობა ყოველთვის არსებობს და ეს მეგობრობა ყოველთვის უნდა დარჩეს. ანტონიოს მიმართ არანაირი შეტყობინება არ მაქვს. კონტეს „ინტერი“ გამარჯვებისკენ მიჰყავს და მან იცის ამის გაკეთება. ახლა 10 ქულით წინ არიან და გამარჯვების ვალდებულება აქვთ, რაც ასევე იცის. ისე აშენებს გუნდს, როგორც „იუვეში“? შეიძლება ასე იყოს, რადგან ბეპე მაროტასთან ერთად მუშაობს. ვიცი, რომ მაროტა განიკურნა და ძალიან მიხარია. ვიცი, როგორ მუშაობს ორივე ერთად, მაროტა ყველასთვის შესანიშნავი მასწავლებელი იყო და მათ გამო ბედნიერი ვარ“, – თქვა ნედვედმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა, სერია A-ში ლიდერ „ინტერს“ 10 ქულით ჩამორჩება, იტალიის თასის ფინალში 19 მაისს „ატალანტას“ შეხვდება, ხოლო იტალიის სუპერთასი უკვე მოიგო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …