მთავარი / სიახლეები / ნედვედი: “კრიშტიანუს და მესის დაპირისპირება შესანიშნავი იქნება, ჯგუფში ფრთხილად უნდა ვიყოთ”

ნედვედი: “კრიშტიანუს და მესის დაპირისპირება შესანიშნავი იქნება, ჯგუფში ფრთხილად უნდა ვიყოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა და ხაზი კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის დაპირისპირებას გაუსვა. ამასთან აღნიშნა, რომ ადვილი მეტოქე არცერთია და ფრთხილად უნდა იყვნენ.

„ბარსელონასთან“ შესანიშნავი მატჩები იქნება, რადგან ერთმანეთს მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელი დაუპირისპირდება – რონალდუ და მესი. გარდა ამისა, პიანიჩი და არტურის გამო, რაც კიდევ ერთი გამოწვევაა. „დინამო კიევი“ სოლიდური გუნდია, გამოცდილი მწვრთნელით, როგორიცაა ლუჩესკუ. თუ უკრაინაში წასვლა ზამთარში მოგვიწევს, კიდევ უფრო რთული იქნება. უნგრელები შედარებით უცნობი არიან, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ხშირად არ თამაშობენ, მაგრამ უნგრული ფეხბურთიდან გამომდინარე ნიჭიერი ფეხბურთელები ეყოლება და ყველა მატჩში ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს ჩემპიონთა ლიგაა და ნებისმიერ გუნდთან შეიძლება გაგიჭირდეს თამაში“, – თქვა ნედვედმა.

ჩემპიონა ლიგის ჯგუფური ეტაპი 20 ოქტომბერს დაიწყება. კალენდარი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …