„კალიარის“ ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა, რომელიც „ინტერის“ საკუთრებაშია, „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა.
ბელგიელის განცხადებით, წარსულში ტურინში გადასვლაზე უარი კლუბის მიმართ სიძულვილის გამო არ უთქვამს.
„მინდა საბოლოოდ ვთქვა, რომ მე არ ვარ „იუვენტუსის“ წინააღმდეგი და ანტიიუვენტინო. ყოველთვის ვამბობდი, რომ „იუვეში“ არ წავალ, რადგან მომწონს გამოწვევები და არ მინდა ყველაზე ძლიერებთან ყოფნა. ყველაზე კარგია მიხვიდე გუნდში და ის მაღალ დონეზე აიყვანო. „იუვეს“ ფანები მიპირისპირდებიან, მაგრამ სიმართლე ისაა, რასაც ვამბობ, უბრალოდ არ მინდა საუკეთესო გუნდში მივიდე“, – თქვა ნაინგოლანმა.