მთავარი / სიახლეები / მზადება “კალიარისთვის”

მზადება “კალიარისთვის”

„იუვენტუსი“ იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში „კალიარის“ უმასპინძლებს და ამ მატჩისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია შესული.

ტურინელთა ბანაკში კარგი ამბებია: მარიო მანჯუკიჩი და სამი ხედირა სულ მალე სათამაშოდ მზად იქნებიან. ხორვატი დიდი ალბათობით სარდინიელთა წინააღმდეგ განაცხადშიც მოხვდება. რაც შეეხება ხედირას, გერმანელის შემთხვევაში ალეგრის გარისკვა არ სურს და ამიტომაც, უფრო მოსალოდნელია, რომ მოედანს ერთი კვირის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრაში დაუბრუნდეს.

ჯორჯო კიელინი და ფედერიკო ბერნარდესკი კი ისევ მცირე ტრავმებს უჩივიან. მათი თამაში „კალიარისთან“ შეხვედრაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

შემთხვევითი სიახლე

“მანჯუკიჩი ძირს დაეცა” – კიელინიმ “რეალთან” წაგებული ფინალის შესვენება გაიხსენა

რა მოხდა 2017 წელს მადრიდის „რეალთან“ მატჩის დროს შესვენებაზე „იუვენტუსის“ გასახდელში? ეს კითხვა დღემდე ბევრს …

კიელინი: “ბონუჩის “მილანში” წასვლა ალოგიკური გადაწყვეტილება იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ავტობიოგრაფიულ წიგნში „მე ჯორჯო“, ლეონარდო ბონუჩის „მილანში“ გადასვლის შესახებ ისაუბრა. …