მთავარი / სიახლეები / მოურინიო: “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის სუპერფავორიტია”

მოურინიო: “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის სუპერფავორიტია”

„მანჩესტერ იუნიატედის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ალიანც სთედიუმზე“ პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელი მატჩის შესახებ ისაუბრა. მოურინიოს განცხადებით, „იუვენტუსი“ ფავორიტია, ხოლო მისი გუნდისთვის ეს გადამწყვეტი თამაში არ იქნება.

„ლუკაკუ ხვალ ვერ ითამაშებს, რადგან ტრავმირებულია. რეალურად, პირველი თამაში კარგად არ დაგვიწყია. ხვალ „იუვენტუსს“ უპირატესობები არ უნდა მივცეთ. დაცვაში ჩვენი ორგანიზაცია საკმაოდ კარგია, მაგრამ ზოგჯერ ბევრ გოლს ვუშვებთ. ხვალ დიდი მატჩი გველოდება ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ სუპერფავორიტთან.

ჩვენთვის ეს თამაში გადამწყვეტი არაა. წინ გველოდება „ვალენსიასთან“ და „იანგ ბოიზთან“ შეხვედრები და სწორედ ის გადაწყვეტს ჩვენს მომავალს. თუმცა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვებისთვის არ ვიბრძოლებთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მანჩესტერის“ შეხვედრა 7 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

კობოლი ჯილი: “იუვე” “ლიონს” თუ ვერ აჯობებს, ნედვედი და პარატიჩი უნდა წავიდნენ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ მაურიციო სარი, ფაბიო პარატიჩი და პაველ ნედვედი კიდევ …

“იუვემ” ახალი სეზონის გასვლითი მაისურები წარადგინა

ტურინის “იუვენტუსმა” რამდენიმე დღის წინ 2020-2021 წლების სეზონის პირველი, საშიანო ფორმა წარმოადგინა. ახლა კი, მეორე, …