„ინტერის“ ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ალესანდრო დელ პიეროს მის გუნდში გადასვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა. იტალიელის განცხადებით, რონალდოს დიდი სურვილი იყო, რომ დელ პიერო ეყიდა.
„რონალდო დელ პიეროს შეძენას მირჩევდა, მასთან ერთად თამაში უნდოდა: აზრი არ აქვს ამდენი ფეხბურთელის ყიდვა, ერთი დელ პიეროც საკმარისია და ძალიან ძლიერი გუნდი გავხდებით“, მითხრა. მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, „იუვენტუსისთვის“ დელ პიერო არ იყიდებოდა“, – იხსენებს მორატი.
მორატის კონკრეტული წელი არ დაუსახელებია, მაგრამ დიდი ალბათობით, საუბარი 90-იანი წლების მიწურულზეა, როდესაც ორივე ფეხბურთელი სერია A-ში ბრწყინავდა.