ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ალვარო მორატა ბრძოლას დასრულებულად არ მიიჩნევს და განაცხადა, რომ ისინი ტიტულის მოსაგებად სანამ შანსია იქამდე იბრძოლებენ.
„თამაში და მოედანზე დაბრუნება მენატრებოდა. არ ვიცი რა მაკლდა გოლის გასატანად, მაგრამ მთავარია გუნდმა 3 ქულა მოიპოვოს დინამიკის დასაბრუნებლად. კიდევ ბევრი ქულაა გასათამაშებელი და ჩვენ თამაშით ნაკლებიც გვაქვს ჩატარებული. საფეხბურთო სამყაროში ყველამ იცის,რომ გამარჯვებას გასახდელში პოზიტივი შემოაქვს.
მარტივი სეზონი არ არის. ყოველ სამ დღეში ვთამაშობთ და მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვაკლია. ალიბს არ ვეძებთ, მაგრამ ბევრი ფაქტორია. ვისაც ჩვენი არ სჯერა, ტელევიზორს საერთოდ არ ჩართავს და ჩვენს თამაშებს არ უყურებს. გამარჯვებისთის ვმუშაობთ. გამარჯვებული ვინც იქნება მივულოცავთ, მაგრამ მანამდე მოედანზე მოვკვდებით: სანამ შანსია, ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – თქვა მორატამ.
შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატამ გოლის გატანა სერია A-ში 19 დეკემბრის შემდეგ პირველად მოახერხა.