ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ Sky Sport-თან ისაუბრა. ესპანელი ფორვარდი თავისი თამაშის პროგრესს, ანდრეა პირლოს, კრიშტიანუ რონალდუს, რომელუ ლუკაკუსა და „ინტერთან“ მოახლოებულ თამაშს შეეხო.
„ნამდვილად ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი ნაბიჯი იყო ჩემს კარიერაში, რამაც უფრო მოწიფული ფეხბურთელი გამხადა. უფრო სრულყოფილი ვარ. საჭიროა მოერგო სირთულეებს და ახლა უფრო სრულყოფილი ადამიანი ვარ, ალბათ იმის გამოც, რომ ოჯახის მამა ვარ.
პირლო? მასთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ცხადია, ახლა უფრო განსხვავებულია, ვიდრე მაშინ, როდესაც ერთად ვთამაშობდით. ახლა ის ჩემი უფროსია და ორი მითითება უნდა დავიცვა. ფეხბურთელობისას ეტყობოდა, რომ ფეხბურთი ესმოდა და მისთვის მწვრთნელობა ძალიან ადვილია, რადგან ის იქ ხედავს 5 პასს, სადაც სხვები ერთსაც ვერ ხედავენ. ეს მისი პირველი სეზონია, რა თქმა უნდა, მისთვის ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ჩვენ სულ უფრო უკეთესები ვართ და ახლა ძალიან პოზიტიურ პერიოდში ვიმყოფებით.
კრიშტიანუ რონალდუ? მასთან თამაში ძალიან ადვილია, დიდი ხანია ვიცნობ. მესმის რა მოსწონს და რა მოძრაობებს აკეთებს. ზოგჯერ ჩემი საქმეა მისი მეტოქეების მეურვებოსგან გათავისუფლება, რადგან მას 2-3 მოწინააღმდეგე დაყვება და ჩემი მოძრაობები ეხმარება. უბრალოდ სასიამოვნოა მასთან თამაში, იყო და ახლაც არის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. მას შეუძლია ითამაშოს იქ, სადაც სურს, მასთან თამაში სასიამოვნოა და იმედი მაქვს, ერთად დიდხანს ვითამაშებთ.
რომელუ ლუკაკუ? ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო 9 ნომერია, ყველაფერი აქვს. ის „ინტერშია“ და მის გამო ბენდიერი ვარ, დიდებული ადამიანია და მომწონს მისი თამაშის ყურება. მას მაისურს ვთხოვ, ყოველთვის მომწონს დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში და იმედი მაქვს, რომ მას კვირას კარგი დღე არ ექნება. ზოგჯერ მისი შეჩერება შეუძლებელია, რადგან მართლაც ძლიერია.
სკუდეტოსთვის ბრძოლა? ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. გამარჯვებასა და წაგებას შორის ყოველთვის ერთი ხაზია, რამდენიმე ქულა დავკარგეთ, მაგრამ ჩვენს გონებაში გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი მიზანი. ვიცით, კვირას როგორი თამაში იქნება, ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი თამაში იქნება“, – თქვა მორატამ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩი 17 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ალვარო მორატას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 18 თამაშში 11 გოლი აქვს გატანილი.