ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „ნაპოლისთან“ წაგების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მომდევნო მატჩისთვის უფრო მეტი უნდა იშრომონ.
„ეს არ არის შედეგი, რომელიც გვინდოდა და დავიმსახურეთ, მაგრამ წუწუნს აზრი არ აქვს. უბრალოდ მომდევნო მატჩისთვის უფრო მძიმედ უნდა ვიშრომოთ. ჩემპიონთა ლიგა გველოდება და უფრო კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, რომ მაქსიმუმი მივიღოთ“, – დაწერა მორატამ ინსტაგრამში.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ მომდევნო მატჩი 17 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სტუმრად „პორტუსთან“ ელოდება.