ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „ფერენცვაროშთან“ (4:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, 6 გოლი გაიტანა (6 გოლიც არ ჩაუთვალეს), ჩემპიონთა ლიგაზე კი ორჯერ დუბლი შეასრულა. მისი თქმით, თავს კარგად გრძნობს და ტურინში ყველაფერი აქვს.
“ბედნიერი ვართ, მოპოვებული 3 ქულით. მნიშვნელოვანი იყო ადაპტაციის შემდეგ ზედიზედ ორი თამაშის მოგება, მაგრამ ვიცით, რომ ბევრ რამეში მომატება კიდევ შეგვძლია. ასე თუ გავაგრძელებთ, შორს წასვლას შევძლებთ.
ვინ არის კრიშტიანუ და რას აკეთებს, ამაზე არ უნდა ვისაუბრო. ის ყოველთვის ჩვენს განარგულებაშია, ის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ვიმედოვნებთ, რომ გოლებს ყოველთვის გაიტანს, რომ ბოლომდე მისვლაში დაგვეხმაროს.
თითოეულ თანაგუნდელთან თამაში განსხვავებულია, მაგრამ მე ყველასთან შემიძლია ვითამაშო და მწვრთნელის განკარგულებაში ვარ. შემიძლია მარტივად მოვერგო ყველას, როგორც რონალდუს, ისე დიბალას.
თავს კარგად ვგრძნობ, უფრო სრულყოფილად, 20 წლის ბიჭი აღარ ვარ, რაც ჩემს კარიერაში გამოვიარე ზრდაში დამეხმარა. აქ ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება, კარგად ვარ და შესანიშნავ თანაგუნდელები მყავს“, – თქვა მორატამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სამი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ძალიან ახლოსაა მერვედფინალთან, თუმცა პირველ ადგილზე გასვლა გაუჭირდება, რაც პლეი-ოფში დიდი ალბათობით უფრო რთულ მეტოქესთან შეხვედრას მოასწავებს.