მატაის დე ლიხტის საცოლის, ანკე მოლენაარის მამამ, კაიე მოლენაარმა იტალიურ მედიასთან დე ლიხტის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ნიდერლანდელი საუკეთესო ფორმაშია და „იუვენტუსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა.
„იტალიაში ან ღმერთი ხარ, ან არაფერი. იტალიაში ბევრად მეტი დრო უნდა გაატარო საკუთარ ზონაში, შენი შეფასება ხდება დაცვაში თამაშით და არა შეტევის შექმნაში. ამიტომაც, თავიდან გუჭირდა, „აიაქსში“ სხვა სტილი იყო.
ბონუჩისთან დუეტი კარგად მუშაობს, ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს. მატაისი ძალიან კარგ ფორმაშია და კარგად თამაშობს. იმედი მაქვს ასე გააგრძელებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისი თანაგუნდელებისთვისაც.
მითხრა, რომ კარანტინის შემდეგ ისეთ ფორმაშია, როგორც არასდროს. მას ძალიან უყვარს ქალაქიც. დე ლიხტის ოცნებაა „იუვენტუსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება“, – თქვა მოლენაარმა.