„იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მოიზე კინმა ჩემპიონთა ლიგაზე ალესანდრო დელ პიეროს მიღწევა გააუმჯობესა.
პსჟ-ს ფეხბურთელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე პირველივე მატჩში, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, გოლი გაიტანა (20 წლისა და 234 დღის). კინმა „ბაშაკშეჰირთან“ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს 2:0 მოაგებინა. მან პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე ძირითად შემადგენლობაში.
ალესანდრო დელ პიეროს ეს რეკორდი 1995 წლიდან ეკუთვნოდა, როდესაც „დორტმუნდთან“ ძირითადში იყო და გოლიც გაიტანა, 20 წლისა და 308 დღის ასაკში. აღსანიშნავია, რომ მაშინ დელ პიეროს ჩემპიონთა ლიგაზე არამარტო ძირითადში, არამედ ზოგადად დებიუტი ჰქონდა. კინს კი, აქამდე „იუვენტუსის“ მაისურით ჰქონდა ნათამაშები ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ მხოლოდ შეცვლებზე.
შეგახსენებთ, რომ მოიზე კინი „იუვენტუსის“ აღზრდილია და კლუბი 2019 წელს დატოვა.