მთავარი / სიახლეები / “მილანი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“მილანი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში „მილანს“ დაუპირისპირდა და კრიშტიანუ რონალდუს გვიანი გოლით მარცხს გადაურჩა (1:1). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

ბუფონი 7 – მოიგერია მოშტებით, ხელებით, ფეხებით. ყოველთვისთვის იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო და კარგად შეასრულა თავისი ფუნქცია. 42 წლის ასაკშიც დამაჯერებელია.

დე შილიო 5 – მის ზონაში რებიჩი და ტეო ერნანდესი ისე მოძრაობდნენ, როგორც მატარებელი. სწორედ რებიჩმა დაასწრო გოლის ეპიზოდში.

იგუაინი 5.5 – თამაში ვერ ჩაერთო და ძალიან ცუდად ითამაშა.

დე ლიხტი 6 – ჯანმრთელი, იბრაჰიმოვიჩთან დუელი მოუწია და აიძულა, რომ მას ყვითელი ბარათი მიეღო (რომელიც შეიძლებოდა წითელიც ყოფილიყო), რის გამოც შვედი საპასუხო მატჩს გამოტოვებს.

ბონუჩი 5 – მსუბუქი შეცდომები ჰქონდა.

ალექს სანდრო 6 – ცოტა უფრო მეტი სიმამაცით უნდა გამოირჩეოდეს.

რემზი 5 – ითამაშა ნახევარდაცვაში, „მეძალას“ პოზიციაზე. თუმცა, აქამც ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და 90 წუთი ისევ ვერ ვითამაშა.

ბენტანკური 6 – ნახევარ საათში რემზი ნორმალურად შეცვალა.

პიანიჩი 6 – უფრო კარგად ითამაშა, ვიდრე წინა თამაში. საშიში ბურთები რამდენჯერმე გამოიტანა სახიფათო ზონიდან.

მატუიდი 5 – თუნდაც თავისუფალი ყოფილიყო, შეცდომაც უშვებდა. აშკარად რთული პერიოდი აქვს.

რაბიო 6 – მატჩის ბოლოს ჩაერთო თამაშში და გამოჩნდა, რომ მატუიდიზე ბევრად კარგ ფორმაშია.

კუადრადო 6 – დაბრუნდა შეტევაში, იმ მომენტში კი, როდესაც მეტოქეს ბურთი ჰქონდა, დაცვაში დე შილიოს უკეთ უნდა დახმარებოდა. პირველ ტაიმში მხოლოდ ის ცდილობდა შეტევის გამწვავებას.

დიბალა 6.5 – მოედნის ყველა წერტილში იყო, გარდა საჯარიმოსა,სადაც ალბათ უფრო მეტი დროის გატარება სურს. „იუვეს“ ნამდვილი რეჯისტა იყო, თამაშობდა ისე, თითქოს მწვრთნელად ალეგრი დაბრუნდა, ყველა პოზიციაზე.

რონალდუ 6 – ცდილობდა შუქი აენთო, მაგრამ ვერ შეძლო. 88-ე წუთზე კი, პენალტი მაკრატელა დარტყმით მაინც გამოიმუშავა, რომელიც გაიტანა და თუნდაც საშუალო საღამო დაამტკიცა, რო ჩემპიონია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …