ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 31-ე ტურში „მილანთან“ 2:4 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 5 – გოლების დროს ალბათ მცირედის გაკეთება შეეძლო, მაგრამ არაფერი უცდია.
კუადრადო 6.5 – პაკეტას პრაქტიკულად არაფრის საშუალება არ მისცა, როდესაც შეტევაში ერთვებოდა, ბევრად უფრო სახიფათო იყო, ვიდრე ბერნარდესკი. მისი წყალობით დაიბადა „იუვეს“ ორივე გოლი.
ალექს სანდრო 4 – აუხსნელი პასი, რომლითაც ანგარიში 4:2 გახდა.
რუგანი 4.5 – არცერთი წუთი არ ჰქონდა ნათამაშები სეზონის განახლების შემდეგ, იბრა-რებიჩის გამოცდა კი ვერ ჩააბარა. ერთი საათი კარგი იყო, როგორც გუნდი, მერე კი…
ბონუჩი 4 – პენალტის შედეგ კესიმ ძალიან ადვილად მოატყუა და რუგანიც დაბლოკა, რამაც დანიელე პოზიციის გარეშე დატოვა. დე ლიხტის გარეშე მისთვის ყველაფერი სხვანაირად იყო.
დანილო 5.5 – ბევრი არაფერი შეუქნია, მაგრამ საბოლოოდ გუნდს ზიანი უფრო მეტად არა მისი, არამედ სხვა ზონებიდან მიადგა.
ბენტანკური 6 – ყველაფერი მარტივად და ნორმალურად ჩანს, მაგრამ ნორმალური არ შეიძლება იყოს ის ფაქტი, რომ „იუვეს“ ნახევარდაცვაში ერთადერთი არსებითი სახელია.
მურატორე შ.გ – მან მხოლოდ 3 წუთი ითამაშა.
პიანიჩი 5 – კარგად დაიწყო, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ბოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი პიანიჩი. სარის ერთი თვე აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგისთვის მაინც შეიყვანოს ფორმაში.
რემზი შ.გ – უელსელი მაშინ ჩაერთო, როცა „იუვეს“ თამაში დასრულებული ჰქონდა.
რაბიო 7 – შესანიშნავი ინიციატივა ფრანგისგან, ბოლო პერიოდში საუკეთესო. იზრდება, მისი გოლი შედევრი იყო.
მატუიდი 5.5 – „იუვეს“ იარაღი ვერ შეცვალა, დაკარგა ძირითადში ადგილი და ისე ვერ თამაშობს, რომ ადგილი დაიბრუნოს.
ბერნარდესკი 4.5 – მწვრთნელებს მოსწონთ, მაგრამ კრიტიკოსებს და გულშემატკივრებს ვერ არწმუნებს. მოედანზე გავლენას ვერ ახდენს. ჩემპიონატში თითქმის ორი წელია გოლი არ გაუტანა და თავდამსხმელია…
იგუაინი 4.5 – ძალიან შორსაა ფორმისგან, როდესაც მოედნიდან გავიდა განერვიულებული იყო.
დუგლას კოშტა 5 – თამაშის სურათი ვერ შეცვალა.
რონალდუ 6.5 – ცდილობდა თამაშის საკუთარ თავზე აღებას, ხიფათსაც ქმნიდა, გოლიც გაიტანა, რომელიც ნორმალურ პირობებში თამაშს დახურავდა.