მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პრედრაგ მიატოვიჩმა განაცხადა, რომ „იუვენტუსთან“ 1998 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი წესების დარღვევით არ გაუტანია.
სერბი დარწმუნებულია, რომ თამაშგარე არ იყო და ამას „იუვენტუსის“ ფეხბურთელების რეაქციით ადასტურებს, რომელთაც პროტესტი არ გამოუთქვამთ.
„ნორმალურია, ვინც მარცხდება, ბრაზდება, მაგრამ სიტუაცია ჩემთვის ძალიან ნათელი იყო. ყოველთვის ვამბობ, რომ თანაშგარე არ ყოფილა და ამის გაგება „იუვეს“ მოთამაშეების რეაქციითაც შეიძლება. იტალიელების წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია და ვიცით, რომ ისინი ყოველთვის ითხოვენ თამაშგარის დაფიქსირებას, მაშინაც კი თუ არაა. ამ გოლის შემდეგ კი ხელი არავის აუწევია თამაშგარის მოთხოვნით.
რაღაც მომენტში პესოტო მსაჯთან მივიდა და ის სწორედ იმ მომენტში მიხვდა, რომ გოლი სამართლიანად ჩაითვალა. მართალია არ არსებობს რეალური სურათი ამ ეპიზოდის, მაგრამ მე ჩემს პოზიციაში დარწმუნებული ვარ. მე ვარ, ისინი არიან, არის მსაჯიც – გოლი არავის გაუპროტესტებია და ესაა ჩემთვის ნათელი“, – განაცხადა მიატოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ 1998 წელს, ზუსტად ამ დღეს, 20 მაისს „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიატოვიჩის ერთადერთი გოლით დაამარცხა.