მთავარი / სიახლეები / მეტოქე: “მანჩესტერი” “იუვემდე” “ჩელსის” დაუზავდა

მეტოქე: “მანჩესტერი” “იუვემდე” “ჩელსის” დაუზავდა

ჩემპიონთა ლიგა ახლოვდება და „იუვენტუსის“ მომდევნო მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედია“. ინგლისურმა გრანდმა უკვე ჩაატარა ბოლო შეხვედრა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირამდე.

ჟოზე მოურინიოს გუნდი ლონდონში „ჩელსის“ ეწვია და მძიმე ბრძოლა გადახდა. თუმცა, „წითელი ეშმაკები“ ძალიან ახლოს იყვნენ მნიშვნელოვან სამ ქულასთან. მიუხედავად იმისა, რომ „ჩელსიმ“ პირველი ტაიმი ანტონიო რუდიგერის გოლით მოიგო, მეორე ნახევარში „იუნაიტედი“ გაცილებით კარგად ათამაშდა და წინ გასვლაც შეძლო.

ანტონიო მარსიალმა დუბლი გაიფორმა. „მანიუმ“ სასურველი შედეგი ვერ შეინარჩუნა, რადგან მსაჯის კომპენსირებულ დროში საჯარიმოში შექმნილი არეულობით როს ბარკლიმ ისარგებლა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

მოურინიოს გუნდს პრემიერლიგაში 9 თამაშში 14 ქულა აქვს მოპოვებული და მერვე ადგილზე იმყოფება.

„მანჩესტერმა“ აღნიშნულ შეხვედრაში ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

დე ხეა; იანგი, ლინდელოფი, სმოლინგი, შოუ; მატა (ერერა 75), მატიჩი, პოგბა; რაშფორდი (სანჩესი 85), ლუკაკუ, მარსიალი (პერეირა 84)

აქვე გეტყვით, რომ „იუვე“ „ოლდ ტრაფორდზე“ პრინციპულ შეხვედრას 23 ოქტომბერს ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

კობოლი ჯილი: “იუვე” “ლიონს” თუ ვერ აჯობებს, ნედვედი და პარატიჩი უნდა წავიდნენ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ მაურიციო სარი, ფაბიო პარატიჩი და პაველ ნედვედი კიდევ …

“იუვემ” ახალი სეზონის გასვლითი მაისურები წარადგინა

ტურინის “იუვენტუსმა” რამდენიმე დღის წინ 2020-2021 წლების სეზონის პირველი, საშიანო ფორმა წარმოადგინა. ახლა კი, მეორე, …