ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მეჰდი ბენატიამ „იანგ ბოიზთან“ (3:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მაროკოელი ფეხბურთელის განცხადებით, ადვილად არაფერი მიიღწევა და „იუვეს“ სეზონის ბოლომდე ასეთი შემართებით თამაში მართებს.
„ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყოველთვის რთულია. ჩვენ ვნახეთ ფიზიკურად ძლიერი გუნდი, რომელიც შეეცადა რიტმში თამაშს, მაგრამ სწრაფმა გოლმა ყველაფერი გაგვიადვილა. წელს ჩვენი გუნდი კიდევ უფრო ძლიერია, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი ადვილი იქნება. თუ ბოლომდე მისვლა გვსურს, ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. ახლა უდინეში მატჩზე ვფიქრობთ და სანაკრებო პაუზაზე კარგი შედეგით უნდა გავიდეთ“, – თქვა ბენატიამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფს ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას კი „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.