„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ვეტერან ფეხბურთელებთა ურთიერთობაზე ისაუბრა და ჯიჯი ბუფონიც გაიხსენა. ფრანგის განცხადებით, ბუფონის გუნდიდან წასვლამ მასზე გავლენა მოახდინა.
„მე ყოველთვის მიყვარდა ვეტერანების მოსმენა. ბუფონიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ჩემზე გარკვეული ეფექტი მოახდინა პსჟ-დან ჯიჯის წასვლამ“, – განაცხადა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ ბუფონი და მბაპე თანაგუნდელები პსჟ-ში ერთი წლის განმავლობაში იყვნენ.