ტურინის „იუვენტუსი“ 12 ივნისს სეზონს განაახლებს და „მილანთან“ იტალიის თასის ნახევარფინალში ითამაშებს.
მაურიციო სარიმ მატჩის წინ ვრცელი კომენტარი გააკეთა და არამარტო მოახლოებულ თამაშს, არამედ ზოგადად სიტუაციაზე ვრცლად ისაუბრა.
ხართ თუ არა მზად
არანორნალური შეფერხბეა იყო, ჩვეულებრივზე გრძენი. მოთამაშეები სახლში ცდილობდნენ ვარჯიშს, მაგრამ მცირე აქტივობების გარდა, ისინი გაჩერებულნი იყვნენ. ეს უნიკალური სიტუაციაა, რომელიც გარკვეულწილად გაურკვევლობას ბადებს. თუნდაც იმიტომ, რომ ამხანაგური მატჩებიც არ გვითამაშობს. კმაყოფილი ვარ იმით, რაც ამ დღეებში ვარჯიშის დროს ვნახე, მაგრამ თამაშის პასუხი განსხვავებულია.
როგორ მუშაობდით ამ პერიოდში
ტრავმების რისკი ძალიან მაღალია, რადგან ყველას კუნთი მოდუნდა. შევარჩიეთ გაზრდილი დატვირთების სისტემა, მაგრამ უფრო დაბალი, ვიდრე ჩვეულებრივ ზაფხულში ვაკეთებთ.
„მილანი“ – გამოწვევა
გაგვიმართლა, რომ სამივე ტიტულისთვის ვიბრძვით. ეს შეიძლება იყოს მომგებიანი, უკეთესი კონცენტრაციის თვალსაზრისით. იტალიის თასი? „მილანმა“ წელს ყოველთვის პრობლემები შეგვიქმნა და პირველი მატჩის შედეგი არაფრის გარანტია არაა. ასე, რომ ძალიან ღია თამაში იქნება.
მოტივაცია
თითოეულმა მოთამაშემ ეს დღეები განსხვავებულად განიცადა. ისინი არ იყვნენ შვებულებაში, არამედ სტრესში, იქედან გამომდინარე, რაც მოხდა. ახლა ჩვენი საქმეა გავიგოთ თუ რა მოტივაციაა მათ გონებაში.
ცარიელ სტადიონზე რიტმი
დახურულ კარს მიღმა თამაში არ არის ლამაზი გრძნობა, მაგრამ გუნდის სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ იცოდეს როგორ დააღწიოს თავი გარემო პირობებს. რიტმის თვალსაზრისითაც შესაძლოა რაღაც შეიცვალოს.
კრიშტიანუ და პაულო
ფიზიკურად რონალდუ კარგად არის, ლოგიკურად მას აკლია მოედნის შეგრძნება, მაგრამ ვარჯიშზე კარგად გამოიყურებოდა და ეს კარგია, რადგან მომდევნო სამი თვის მიზნები მასზე გადის. დიბალა? ფენომენალური ფეხბურთელია, საქმე იმაშია, რომ მისი და კრიშტიანუს მოედანზე თანაარსებობა უნდა შევძლოთ, რადგან ეს ადვილი არაა. თუმცა, ორივეს აქვს ისეთი თვისებები, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ რაღაცის შეცვლა და დანარჩენ გუნდს ადაპტირება უწევს. ამ ტიპის სირთულე სასიამოვნოა.
ნახევარდაცვა
მე აღმოვაჩინე ბევრად უკეთესი პიანიჩი, ვიდრე პაუზამდე. იგი უნდა დარწმუნდეს, რომ შესანიშნავი მოთამაშეა, რომ შეუძლია ერთი ან ორი თამაშის ჩაგდება, მაგრამ შემდეგ თავი უნდა ასწიოს და რწმენა არ უნდა დაკარგოს. ვარჯიშზე კარგ ფორმაში იყო. ხედირა არაჩვეულებრივად საიმედო ფეხბურთელია, ცხადია ჯერ საუკეთესო ფორმაში არაა, მაგრამ ბევრად მოუმატა. ამ მომენტში ხუთი შეცვლა სწორი გადაწყვეტილებაა, ეს დაგვეხმარება კონდიციების გაუმჯობესებაში.
სკუდეტო? – ყველაფერი ღიაა
ამ სიტუაციაში არ შეიძლება სკუდეტოს ფავორიტზე საუბარი, ქულების დაკარგვის რისკი ყველას აქვს. რაც შეეხება B ან C გეგმას, მთავარია სეზონის დასრულება. თუ ჯანმრთელობა საშუალებას მოგვცემს ოქმების გადახედვა შეიძლება, კარანტინი თავიდან უნდა ავიცილოთ, რომ სეზონი დასრულდეს.
„ლიონის“ წინააღმდეგ
ჯობს ხუთი თვის უმოქმედობის შემდეგ ითამაშო თუ მოკლე მონაკვეთში ბევრი თამაში ჩაატარო? გამოცდილებიდან ვამბობ, რომ დიდი შესვენების შემდეგ თამაშს დაუყოვნებლივი შედეგები არ მოჰყვება.