ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ჯენოასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.
„მხოლოდ „იუვენტუსს“ არ აქვს პრობლემა გენუაში, „ჯენოასთან“ სათამაშოდ. ყველა თამაში რთული იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ლიგაში დასარჩენად იბრძვის. ჩემმა ბიჭებმა ამის შესახებ იციან და არ უნდა ველოდოთ მარტივ შეხვედრას.
არ მაქვს გადაწყვეტილი ითამაშებს თუ არა ხვალ ბუფონი, მაგრამ რეკორდის დღე ნამდვილად უახლოეს ხანში მოვა. ამ მომენტში რიცხობრივად არ შეგვიძლია ორი-სამი ფეხბურთელის მეტი ალტერნატივის ყოლა. იქნება რაღაც ცვლილებები, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე. ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე ფეხბურთელი უახლოს დღეებში გამოჯანმრთელდება. გონსალო იგუაინი კარგადაა, მხოლოდ იმის შესახებ გვაქვს გაურკვევლობა, რამდენ წუთს ითამაშებს.
დიბალა და რონალდუ? შეუძლიათ თამაში, გადაღლილობის პრობლემა ჯერ კიდევ არ არის, ეს არის პრობლემა, რომელიც მოგვიანებით უნდა გადავჭრათ.
თუ პიანიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება, ის „ბარსელონაში“ სიამოვნებით ითამაშებს, მაგრამ ჩვენთვის არაფერი შეიცვლება. ის სერიოზული ფეხბურთელია, დარწმუნებული ვარ, მოედანზე 101%-ით დაიხარჯება ბოლო თვეებში და ბედნიერი იქნება. არტური? ჩვენ ვსაუბრობთ ორ ფეხბურთელზე, რომლებიც ჯერ კიდევ თავიანთ გუნდებში თამაშობენ და კარგია, რომ მხოლოდ ამაზე აკეთებენ აქცენტს. არ მინდა, ახლა აქ სატრანსფერო ბაზარზე ვისაუბრო, მანამდე ჯერ კიდევ 2 თვეა დარჩენილი.
ბენტანკურმა გამაკვირვა, ამ თვეებში მისი დამაჯერებლობით. შეიძლება მომავალშიც გაგვაკვირვოს, რადგან შეუძლია კვლავ განვითარდეს. ძალიან კმაყოფილი ვარ მისი თამაშით. რემზი იზრდება, არ ვიცით, რამდენ წუთს ითამაშებს, ვნახოთ იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „ჯენოასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 30 ივნისს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.