ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ლეჩესთან“ (4:0) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
იტალიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და იმედი გამოთქვა, რომ მირალემ პიანიჩი მომდევნო სეზონშიც „იუვეში“ ითამაშებს.
„მატჩი ფიზიკური თვალსაზრისით უფრო მტკივნეული იყო, მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ჩავერთეთ თამაშში. თამაში ყოველ სამ დღეში საკმაოდ ნორმალურია, უფრო მეტი შეცვლა გვეხმარება. შედეგების მიღწევა უნდა გავაგრძელოთ, საკუთარ თავზე ვიფიქროთ.
იგუაინი? მან რთული პერიოდი გამოიარა, პირადი და გლობალური თვალსაზრისით. როდესაც დაბრუნდა, ტრავმა ჰქონდა, ახლა ის გამოჯანმრთელდა და ადგილს უბრუნდება. კმაყოფილი ვარ, რომ გოლი გაიტანა, ნამდვილად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, რომელსაც ბევრის მოცემა შეუძლია სეზონის ამ ფინალურ ნაწილში.
ცენტრალურმა მცველებმა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშებს, არც ნახევარმცველებს ჰქონიათ ცუდი თამაში. ბენტანკური ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რეაგირებდა. პიანიჩი იზრდება. რაბიოს შეცვლა? მხოლოდ ტაქტიკური იყო, მინდოდა შეტევა გამეძლიერებინა და თამაში უფრო გაგვეშალა. დუგლას კოშტა სკამზე არაჩვეულებრივი იარაღია, რადგან შეუძლია შესვლისთანავე კარგად ჩაერთოს თამაშში. პიანიჩი? არ ვიცი ითამაშებს თუ არა „იუვეში“ მომავალშიც, არაფერი უთქვამთ. სატრანსფერო ბაზარი სექტემბერში გაიხსნება. აგვისტოს ბოლომდე ჩვენთან იქნება და იმედი მაქვს ამის შემდეგაც. ის პროფესიონალია, რომელსაც რეპრესიები არ ექნება. ძალიან ჭკვიანია, ყველაფერი სწრაფად ესმის. ამ მომენტში არაფერი ვიცი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შეშფოთებული არ ვიქნებოდი.
კარის მშრალად შენახვა? ამ ეტაპზე გუნდურ დონეზე თავს კარგად ვიცავთ, შესაბამისად, შედეგიც დადებითია. ბონუჩი კარგად თამაშობს, დე ლიხტმა ადაპტაცია გაიარა და ისიც მაღალ დონეზე თამაშობს. ვწუხვარ რუგანის გამო, რადგან თამაშს იმსახურებს, მაგრამ რთულია შეცვლა, როდესაც ცენტრალური მცველები ასე კარგად თამაშობენ“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 69 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი სამშაბათს, „ჯენოასთან“ გამართავს.