ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ტორინოსთან“ (4:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და თამაში შეაფასა.
„ალბათ ორი გოლის შემდეგ ვიფიქრეთ, რომ ყველაფერი მარტივად იყო და პენალტმა უფრო გამოგვაფხიზლა, რადგან მანამდე ყველაფერი დამთავრებული გვეგონა. თამაშის გარკვეულ მომენტებში კარგად არ ვმოძრაობდით და მეორე ტაიმის მეორე ნაწილში გუნდები დაიღალნენ.
დიბალას შესახებ ეჭვი არასდროს მქონია, ყოველთვის ვეუბნებოდი, როგორ უნდა დაეწყო ვარჯიში და თამაში. მან საჯარიმოსთან და რონალდუსთან ახლოს უნდა ითამაშოს, რადგან ეს ორივესთვის უკეთესია.
რონალდუ? თამაშის შემდეგ მან მითხრა, „როგორც იქნა“ (საჯარიმოდან გოლი). კუადრადო მაკვირვებს თავისი მონდომებით და დაცვის ხაზში ასეთი კარგი თამაშით. ის ყოველთვის ძალიან კონცენტრირებულია და შესანიშნავი მცველი გახდა, თან თავისი ტექნიკური თვისებები შეინარჩუნა. ბერნარდესკიმ კარგად ითამაშა, მისი მხრიდან კარგად იმუშავა და მოედნის ეს ზონა ფუნდამენტურია.
ბუფონი დელ პიეროს რეკორდსაც მოხსნის? (670 თამაში ჯიჯის „იუვეში“, 705 დელ პიეროს -რედ). გოლების რეკორდს ვერ მოხსნის დამშვიდდით, მაგრამ სხვა ყველაფერი რისკის ქვეშაა“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში მომდევნო მატჩს 8 ივლისს, სტუმრად „მილანთან“ ჩაატარებს.