„იუვენტუსმა“ ისევ ვერ მოიგო. ამჯერად „სასუოლოსთან“ ამჯერად მოხდა ის, რაც მოხდა „მილანთან“. მაურიციო სარის გუნდი, როგორც ჩანს, საკუთარ შეცდომებზე ვერაფერს სწავლობს.
დანილოსა და გონსალო იგუაინის სწრაფი გოლებით თითქოს ყველაფერი რიგზე უნდა ყყოფილიყო, მაგრამ როდესაც მაურიციო სარის გუნდთან გვაქვს, რიგზე ვერაფერი იქნება – ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
„სასუოლო“ დიდ უპირატესობას დაეუფლა და ვოიცეხ შჩესნის რამდენჯერმე მოუწია თავისი გუნდის გადარჩენა. შემდეგ პოლონელიც ვერფარეს გახდა, როდესაც მცველების დაბნეულობით ჯირიჩიჩმა ისარგებლა. ავად თუ კარგად, ერთბურთიან უპირატესობა ტურინელებმა შესვენებამდე შეინარჩუნეს.
მეორე ტაიმის სტარტზე კი „სასუოლო“ დაწინაურდა. სამწუთიან ინტერვალში დომენიკო ბერარდიმ და ჩიჩო კაპუტომ ტურინელთა ორბურთიანი უპირატესობა გააქრეს (ისე როგორც „მილანმა“). 10 წუთში ალექს სანდრომ გაათანაბრა. დარჩენილ დროში თუ ვინმეს მოგება შეეძლო ეს მხოლოდ „სასუოლო“ იყო და შჩესნიმ ითამაშა რამდენჯერმე შესანიშნავად.
სამი მოუგებელი მატჩი, სამ მატჩში 9 გაშვებული გოლიდა სრული კატასტროფა დაცვაში, ნახევარდაცვაში, შეტევაში და გუნდში. „იუვენტუსის“ ბედად „ლაციომ“ ბოლო 4 ტურში 1 ქულა მოიპოვა, თორემ ახლა ტურინელებს არათუ 7-ქულიანი უპირატესობა ექნებოდათ, არამედ ლიდერები საერთოდ არ იქნებოდნენ. ის 7 ქულა კი „ატალანტასთანაა“ უპირატესობა, რომელიც დაფრინავს და არაფერია გამორიცხული.
„სასუოლო“ – „იუვენტუსი“ 3:3 (1:2)
რეჯიო ემილია, „მაპეი სთედიუმი“
უმაყურებლოდ
„სასუოლო“ (4-2-3-1): კონსილი; მულდური, კირიკეში (მარლონი 75), პელუზო, კირიაკოპულოსი; მანიანელი (ბურაბია 67), ლოკატელი; ბერარდი (ფერარი 86), ჯურიჩიჩი (ტრაორე 66), ბოგა (რასპადორი 86); კაპუტო
მწვრთნელი: რობერტო დე ძერბი
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დანილო, დე ლიხტი, კიელინი (რუგანი 46), ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი (რაბიო 57), მატუიდი (რემზი 81); ბერნარდესკი (დუგლას კოშტა 62), იგუაინი (დიბალა 57), რონალდუ
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 0:1 დანილო (6), 0:2 იგუაინი (12), 1:2 ჯურიჩიჩი (29), 2:2 ბერარდი (51), 3:2 კაპუტო (54), 3:3 ალექს სანდრო (64)
გაფრთხილება: მანიანელი (42), კირიაკოპულოსი (53), ბერარდი (58), ბურაბია (90) – ბერნარდესკი (45), რონალდუ (62), ბონუჩი (81), რემზი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (12) – 13 (6) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 3:9 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: პაოლო ვალერი