ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ატალანტასთან“ (2:2) ფრის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ევროპაში ყველაზე კარგ ფორმაში მყოფი გუნდის წინააღმდეგ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს.
„ამ ქულისთვის ბევრი ოფლი დავღვარეთ და დავიმსახურეთ. ჩვენ ფრე ვითამაშეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მეტად ფორმაში მყოფი გუნდის წინააღმდეგ და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. ეს მეორე ტაიმის დამსახურებაა, რომელიც უკეთ ჩავატარეთ. მეოტქემ მეორე ნახევარში გოლი მაშინ გაგვიტანა, როდესაც თამაშში ყველაზე კარგი მონაკვეთი გვქონდა.
ფრე არდანებების და ორგანიზებულობის დამსახურებაა. პირველ ტაიმში ბევრი დაბრკოლება გვქონდა, მაგრამ მეორე ტაიმი კარგი იყო. სკუდეტოსთვის ბრძოლა აბსოლუტურად არაა დახურული, 18 ქულა კიდევაა გასათამაშებელი. სეზონის ურთულესი ფაზაა.
კრიშტიანუ? ის არის ჩემპიონი ფეხით და თავით თამაშში. ახერხებს, რომ გაუმკლავდეს მასზე არსებულ ზეწოლას“, – აღნიშნა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე „ლაციოს“ 8, „ატალანტას“ 9, „ინტერს“ კი 10 ქულით უსწრებს („იუვეს“ თამაშით მეტი აქვს).