ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „მილანთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. იტალიელი რთულ თამაშს ელოდება და პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი არაფრის გარანტია არაა.
„წელს „მილანთან“ ყველა მატჩი რთული იყო, როგორც ჩემპიონატში, ასევე თასზე. პირველი მატჩის ანგარიში არაფრის გარანტიას არ გვაძლევს. ეს ღია ღამაში იქნება.
გაგვიმართლა, რომ სამივე ტიტულისთვის ვიბრძვით, ეს საშუალებას მოგვცემს ერთდროულად მიზნებისკენ გავამახვილოთ ჩვენი მოტივაცია. ეს შეიძლება მნიშვნელოვანი და მომგებიანი იყოს“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „მილანის“ მატჩი 12 ივნისს გაიმართება და პირველი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.