მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარი: “იუვე” ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია”

მაურიციო სარი: “იუვე” ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია”

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის პრინციპული ფავორიტია. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა Corriere Dello Sport-თან საუბარში თქვა, „იუვეს“ მთავარი კონკურენტი „მანჩესტერ სიტი“ იქნება.

„ბერნარდესკი? – ის იზრდება იმ წერტილამდე, საიდანაც მალე ნამდვილი ვარსკვლავი გახდება. შემდეგ გამოვარჩევდი კიეზას, რომელსაც თანდაყოლილი ნიჭი აქვს. მანჩინის კი შედეგების საჩვენებლად დრო და გამბედაობა სჭირდება.

„იუვენტუსი“? – სკუდეტოსთვის ბრძოლაში კონკურენტი არ ჰყავს და ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია. „იუვე“ „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად მთავარი პრეტედენტია. გვარდიოლას გუნდი ევროპაში გაიზარდა და ეს იქნება ორი გუნდი ჭიდილი“, – აღნიშნა სარიმ.

შემთხვევითი სიახლე

Sport: “იუვენტუსი” და “ბარსელონა” აგუეროსთვის იბრძვიან

ესპანური გამოცემა Sport-ი იტყობინება, რომ ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს ხელში ჩასაგდებად „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ …

“იუვენტუსი” კინი- დემირალის ბარტერზე ფიქრობს

ტურინის „იუვენტუსს“ მოიზე კინის დაბრუნება სურს. იტალიური მედია ამის შესახებ აქტიურად წერს. კინი ამჟამად პსჟ-ში …