ბლეზ მატუიდის მეუღლემ იზაბელ მატუიდიმ გაავრცელა კომენტარი და თქვა, რომ მისი ქმარი კარგადაა. იზაბელის განცხადებით, უკვე 1 კვირაა სახლიდან არ გასულან და კონტაქტი არავისთან ჰქონიათ.
„უკვე ერთი კვირაა სახლში ვართ და გარე სამყაროსთან არანაირი შეხება არ გვქონია. ვითხოვთ სიმშვიდეს და კონფიდენციალურობას. ალბათ კიდევ 10 დღე დავრჩებით სახლში. ბლეზს საუბარი არ სურს და მთხოვა, რომ ყველასთვის მეთქვა, კარგადაა“, – თქვა მატუიდის მეუღლემ.
შეგახსენებთ, რომ ბლეზ მატუიდის კორონავირუსი ასიმპტომურად გამოუვლინდა.