მთავარი / სიახლეები / მატუიდი: “რონალდუს აქვს ის, რაც სხვებს არ აქვთ”

მატუიდი: “რონალდუს აქვს ის, რაც სხვებს არ აქვთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუს აქებს და მისით აღფრთოვანებულია.

როგორც ფრანგმა განაცხადა, რონალდუ მსოფლიოში საუკეთესოა და მას აქვს ის თვისებები, რაც სხვა ფეხბურთელებს არ აქვთ.

„მას აქვს ის, რაც ჩვენ არ გვაქვს. თამაშობს გუნდისთვის და გრძნობს, რომ ყველაზე ძლიერია, საუკეთესოა. ლიდერია და როდესაც ბურთს ეხება, გრძნობს, რომ შეუძლია იმის გაკეთება, რაც სხვა არ შეუძლია.

ეს წარმოუდგენელია. მანჩესტერიდან ვბრუნდებოდით, დაღლილები ვიყავით და მეორე დღეს ისევ ვარჯიშობდა. მითხრა, რომ საჭიროა მუშაობის გაგრძელება. 33 წლისაა და ეს უბრალოდ ზღაპრულია, სამაგალითოა. როდესაც ვუყურებ, ვხვდები, რომ ფეხბურთში საიდუმლოები არ არსებობს“, – უთხრა მატუიდიმ RMC Sport-ს.

შემთხვევითი სიახლე

შავ-თეთრი გული

შავ-თეთრი გული

დღეს კლაუდიო მარკიზიოს იუბილეა. „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი, თუმცა, დღემდე ნამდვილი იუვენტინო 33 წლის გახდა. მარკიზიო …