იტალიის ნაკრებისა და „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ არ დამალა, რომ ტურინის „იუვენტუსი“ მეტისმეტად ეზიზღება:
„რამდენად მძულს „იუვენტუსი“? ძალიან, მაგრამ მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით. სიამოვნებით ვითამაშებდი თავიდან 5 მაისის შეხვედრა (2002 წლის 5 მაისი, „ლაციოსთან“ მარცხით „ინტერმა“ სკუდეტო წააგო და „იუვემ“ მოიგო)“, – თქვა მატერაციმ სებასტიან ფრეისთან ინსტაგრამ ლაივში.