მთავარი / სიახლეები / მასიმო მორატი – “იუვენტუსზე”, რონალდუზე, ანიელიზე…
მასიმო მორატი – “იუვენტუსზე”, რონალდუზე, ანიელიზე…

მასიმო მორატი – “იუვენტუსზე”, რონალდუზე, ანიელიზე…

მილანის „ინტერის“ ყოფილი პრეზიდენტი „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა, ადრეც გითხარით.

თუმცა, მორატიმ უარი თქვა და ფეხბურთში დაბრუნება არ ისურვა. „ნერაძურის“ ყოფილ ლიდერთან RMC Sport-მა ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მორატი „იუვენტუსის“, კრიშტიანუ რონალდუს, კალჩოპოლისა და ანდრეა ანიელის შესახებ საუბრობს:

ანდრეა ანიელი – „ანიელისა და ჩემს შორის ყოველთვის თბილი ურთიერთობა იყო, რადგან მას ჯერ კიდევ მაშინ ვიცნობდი, როდესაც ბავშვი იყო. არასდროს ყოფილა ჩვენს შორის არასწორი გრძნობები.

პრეზიდენტობის კანდიდატურა – ეს იყო ძალიან ლამაზი ჟესტი ანიელის მხრიდან. შესაძლოა, ტიფოზებში უთანხმოება გამოეწვია, მაგრამ სასიამოვნო ნაბიჯი გახლდათ, რომელსაც შეუძლია წაშალოს კალჩოპოლი. შედეგები დარჩება, მაგრამ არ უნდა არსებობდეს ბოღმა და უთანხმოება. „ინტერი“ ძლიერი გუნდია და მომწონს. თუმცა ამ „იუვენტუსთან“ ბრძოლა რთული იქნება.

„იუვენტუსი“ – გუნდი კომპაქტურია, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი შედეგები მიიღოს. ჰეთ-თრიქის პროგნოზირება რთულია, მაგრამ ამის შანსი არსებობს და ეს უკვე კარგია. „იუვენტუსი“ უძლიერესია.

რონალდუ – „იუვეს“ მხრიდან ეს კარგი ნაბიჯი იყო, რომელიც იტალიური ფეხბურთის ცნობადობას გაზრდის. ვფიქრობ, ეს საერთაშორისო ჩემპიონებისთვის მაგნიტივით იმოქმედებს და სერია A-ში ტრამპლინს დაინახავენ.

მაროტა „ინტერში“ – ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება. ის ძალიან კარგი მენეჯერია და ეს „იუვეშიც“ და იქამდეც დამატკიცა. „ინტერში“ მაროტას მისვლას მართლაც კარგად ვაფასებ.

შემთხვევითი სიახლე

შავ-თეთრი გული

შავ-თეთრი გული

დღეს კლაუდიო მარკიზიოს იუბილეა. „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი, თუმცა, დღემდე ნამდვილი იუვენტინო 33 წლის გახდა. მარკიზიო …