მთავარი / სიახლეები / მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის სერია A-ს მეათე ტურში „ემპოლის“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა „ბებერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ:

„ემპოლი“ კარგ ფეხბურთს თამაშობს, შეუძლია ბურთის კონტროლი, რომელსაც ადვილად არ კარგავს. თუ სწორად არ მივუდგებით ამ თამაშს, საქმეს გავირთულებთ“.

„ჯენოასთან“ ფრე

„ჯენოა“? – ფრე დაიმსახურა. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ ყოველთვის ვერ გავიმარჯვებთ. გოლი გავიტანეს ჩაწოდების შემდეგ და ჩვენ ამ დროს შეიძლება ითქვას, გვეძინა. ეს იყო უყურადღებობის ბრალი“.

შემადგენლობა

„რონალდუ ითამაშებს. ის ახლა კარგადაა და მოგვიანებით განვიხილავთ მისი დასვენების საკითხს. ასევე, კიელინიც თუ კარგად იქნება, ითამაშებს, ხოლო კანსელუ და ალექს სანდროდან ერთ-ერთი დაისვენებს. დღეს მივიღებ გადაწყვეტილებას. კარში შჩესნი იქნება, თუმცა მომდევნო მატჩებში პერინსაც მიეცემა შანსი ნამდვილად. სპინაცოლა? განაცხადში იქნება. მანჯუკიჩი და ხედირა? – ორშაბათსა და სამშაბათს ტესტი ჩაუტარდებათ და გავიგეთ, როდის დაგვიბრუნდებიან. ემრე ჯანი? – დიდი შანსია, რომ ოპერაცია დასჭირდეს, თუმცა, იმედია, შესაძლებელზე ადრე დაგვიბრუნდება“.

„მანჩესტერთან“ თამაში

„ეს იყო ლამაზი საღამო ბრწყინვალე სტადიონზე. ჩვენ გავიზარდეთ თამაშის დაგეგვმის საკითხშიც. მიმდინარე წელს კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ, შევიძინეთ ისეთი ჩემპიონი, როგორიც რონალდუა და გვყავს ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებიც უკვე 2 წელია ერთად თამაშობენ. მე დიდი მწვრთნელი ვარ? – გვარდიოლამ ბევრი ტიტული მოიგო და შანსი წელსაც აქვს. ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგა მწვრთნელისა და ფეხბურთელის რანგში მოიგო. მათთამ პარალელის გავლება არ შეიძლება. მე სამწუხაროდ ორი ფინალი წავაგე. თუმცა, ვიმედოვნებ, წელს ყველაფერი კარგად იქნება“.

ჯუზეპე მაროტა

„მინდა დიდი წარმატება ვუსურვო, რადგან პრეზიდენტთან, პარატიჩისთან და ნედვედთან ერთად მას დიდი როლი მიუძღვის ამ „იუვენტუსის“ შექმნაში. ახალი ერა იწყება, მაგრამ პარატიჩი აქ 9 წელიწადია, ნედვედი 2001 წლიდან, რიჩი და მარკო რე 2003 წლიდან… „იუვესთვის“ მნიშვნელოვანი ადამიანები არიან“.

შეგახსენებთ, რომ „ემპოლისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

დიბალა: “გონსალოს და რონალდუს მოედანზე კარგად ვუგებ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ „ლევერკუზენთან“ ძალიან კარგად ითამაშა. მოედანზე მისმა გამოჩენამ „იუვე“ შეცვალა და …

იგუაინი: “კმაყოფილები ვართ, მაგრამ “უდინეზესთან” მატჩზე ვფიქრობთ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა „ლევერკუზენთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. არგენტინელმა ფორვარდმა გერმანელთა კარში გოლი გაიტანა …