მთავარი / სიახლეები / მასიმილიანო ალეგრი: “ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ”

მასიმილიანო ალეგრი: “ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ”

ტურინის „იუვენტუსი“ „ჯენოასთან“ მატჩის მზადების დასკვნით პროცესშია. აღნიშნულ შეხვედრამდე მასიმილიანო ალეგრიმ ტრადიციულად პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრა:

„ვკითხულობ, რომ ყველა თამაშს მოვიგებთ, მაგრამ ეს ასე არაა. ხვალ „ჯენოას“ ვეთამაშებით, რომელსაც სახლში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სამჯერ 1:0 მოვუგეთ. შესაბამისად, რთული შეხვედრა იქნება. ჩვენ თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ. ახლა წინ 6 მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება და გვაქვს შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერთან“ ორი დაპირისპირებით ჯგუფიდან გასვლა გავიფორმოთ. ჩემპიონატში კი ხვალ უნდა მოვიგოთ, რადგან „მილანთან“ ან „ინტერთან“ ქულათა სხვაობა გაიზარდოს, ხოლო „ნაპოლი“ ზეწოლის ქვეშ მოვაქციოთ, რადგან ჩვენს შემდეგ თამაშობს. როდესაც სანაკრებო პაუზის მერე პირველ თამაშს ვატარებთ, ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან სანაკრებო პაუზის შემდეგ ყველაზე სახიფათო პერიოდია“.

იურიჩის „ჯენოა“

„არ ვფიქრობ, რომ იურიჩის გუნდი გაცილებით განსხვავებული იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ეს არის აგრესიული გუნდი, რომელიც თითქმის მთელ მოედანს მოიცავს. შესაბამისად, ფიზიკურად მაღალ დონეზე უნდა გავისარჯოთ. პიონტეკი? – ის სიურპრიზია, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. საჯარიმოში ბურთის ნამდვილი კატალიზატორია“.

„იუვენტუსი“

„კარს შჩესნი დაიცავს, მაგრამ მომავალში პერინის ჯერიც დადგება. ის აქ ძალიან ბედნიერია. ერთადერთი ვინც ხვალ ნამდვილად დაისვენებს, კიელინია. დე შილიო კარგადაა და თუ ხვალ ითამაშებს, მხოლოდ მარცხენა მცველის პოზიციაზე. თუმცა, უნდა შევაფასოთ ალექს სანდროს მდგომარეობა, რომელსაც ნაკრებში ბოლო მატჩი არ უთამაშია. ასევე, ნახევარდაცვაში უნდა შეფასდეს სიტუაცია და შემდეგ ავირჩიო თავდამსხმელები. დუგლას კოშტა? – ერთი თვეა არ უთამაშია, მაგრამ ნახევარი საათის განმავლობაში შეუძლია თამაში. შესაბამისად, უფრო დიდი შანსია, რომ ცვლილებაზე შემოვიდეს. ყოველშემთხვევაში, ყველა ჩემს განკარგულებაშია ხედირას გარდა, რომელიც იმედია „ემპოლისთან“ დაგვიბრუნდება, ან ტურინში, „მანჩესტერთან“.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს მეცხრე ტურში 20 ოქტომბერს, „ჯენოას“ უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

დელ პიერომ პირობა შეასრულა და კაპუტო ვახშამზე დაპატიჟა

ალესანდრო დელ პიერომ „სასუოლოს“ თავდამსხმელი ფრანჩესკო კაპუტო ვახშამზე დაპატიჟა. კაპუტოს ბავშვობის კუმირი დელ პიეროა, მაგრამ …

პირლო: “ბედნიერი ვარ ოჯახში დაბრუნებით”

ტურინის „იუვენტუსმა“ ანდრეა პირლო 23-წლამდე გუნდის მწვრთნელად წარადგინა და იტალიელმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. პირლოს განცხადებით, …