მილანის „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ანდრეა პირლოს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა.
„პირლო ჩემთან ფეხბურთელი იყო, მას დიდ პატივს ვცემ, როგორც ადამიანს და პროფესიონას. ეს თამამი არჩევანია, მინდა დიდი წარმატებები ვუსურვო“, – თქვა მაროტამ.
შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე მაროტამ ანდრეა პირლო „იუვენტუსში“ 2011 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიძინა.