ჯუზეპე მაროტა „იუვენტუსში“ დაბრუნებას გამორიცხავს. „იუვეს“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, რომელიც ახლა მილანის „ინტერში“ მუშაობას, თქვა, რომ ფაბიო პარატიჩისთან კარგი ურთიერთობა არ აქვს.
„იუვეში“ დაბრუნებას გამოვრიცხავ, ეს არის ისეთი რამ, რაც არასდროს ყოფლა განხილული და რაც მთავარია, არასდროს მიმიღია ტურინიდან შეთავაზება. ახლა მხოლოდ „ინტერზე“ ვფიქრობთ.
„ინტერის“ სკუდეტო ოცნებაა. წარმომიდგენია, რამდენად სასიამოვნო იქნება 15 მაისს ტურინში ჩემპიონის რანგში თამაში დ ჩვენ შეგვიძლია „იუვეს“ ბედი გადავწყვიტოთ. ტურინულმა გამოცდილებამ ბევრი მომცდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, პარატიჩის გარდა, მაგრამ საკითხი უფრო ადამიანურია, ვიდრე პროფესიონალური. მე ვარ მენეჯერი,რომელიც ეთანხმება ხელმძღვანელობის არჩევანს და ასე იყო 2018 წლის სექტემბერშიც, მიუხედავად იმის, რომ არ ველოდი“, – თქვა მაროტამ.
შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე მაროტა „იუვენტუსში“ 2010-2018 წლებში მუშაობდა, ხოლო 2018 წლიდან „ინტერის“ მენეჯერია.