კლაუდიო მარკიზიომ განაცხადა, რომ „ზენიტში“ „იუვენტუსის“ გამო გადავიდა. ვეტერანი ნახევარმცველი იხსენებს, რომ წინადადებები იტალიიდანაც ჰქონდა, მაგრამ სამშობლოში „იუვეს“ გარდა სხვა გუნდში თამაში არ სურდა.
„იუვეს“ ერთგულება
„რატომ „ზენიტი“ და არა სერია A? პრინციპული მიზეზი არსებობდა. არამხოლოდ ის რაც „იუვემ“ და მისმა გულშემატკივრებმა მომცეს, არამედ ის ყველაფერი, რაც განვლილ წლებში ვისწავლე. თუმცა, მთავარი მოტივი „იუვეს“ არღალატი იყო. აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო უცხოეთში თამაშის შანსი მქონოდა, ეს არის ახალი გამოცდილება მთელი ოჯახისთვის, ბავშვებისთვისაც. სახლში ჩემს მეუღლეს არ ჰყავდა მეგობრები, ვერ საუბრობდა რუსულად. გუნდში ინგლისურად და ცოტა ესპანურად ვსაუბრობდი, რადგან ბევრი არგენტინელი თანაგუნდელი მყავდა. გარდა ამისა, მოედნის ენა უფრო მარტივია, მთავარია ფეხები და გონება.
სეზონის განახლება
ბუნდესლიგას ვუყურე. ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ და ტემპი თავიდან ნელი იყო, მაგრამ ახლა ნელ-ნელა იზრდება. აქ ოდნავ განსხვავებული სიტუაციაა. თანდათან უნდა მოხდეს რესტარტი, რომ ფეხბურთელებმა ტრავმები არ მიიღონ, რისი რისკიც დიდია. ვისაც უფრო ღრმა შემადგენლობა ჰყავს, მათ გაუმართლათ, რადგან უკეთ შეძლებენ შემადგენლობის და ფეხბურთელების ბალანსირებას.
„იუვენტუსის“ მწვრთნელობა
საინტერესო იქნება პირველი ტურების ნახვა, როგორ ითამაშებენ გუნდები. მომავალში „იუვენტუსის“ მწვრთნელობა? არა, ჩემს თავს მწვრთნელად ვერ ვხედავ. ამას სპეციალური უნარები სჭირდება, უნდა იცოდე გუნდის დაკომპლექტება და მართვა.
მარკიზიოს გულში
მწვრთნელი, რომელიც ჩელს გულში დარჩა, მაურიციო შინკალიაა, რომელიც ახალგაზრდულ გუნდში მავარჯიშებდა. მან განვითარების შანსი მომცა. მან ბევრი რამ მომცა, არამხოლოდ როგორც მწვრთნელმა, არამედ როგორც მამამ. ახალგაზრდულ სექტორებში არსებობენ არქიტექტორები, რომლებიც ფეხბურთელად გაქცევენ.
მარკიზიო და რონალდუს მომავალი
კრიშტიანუ? სანამ „იუვესთან“ კონტრაქტს გააფორმებდა, ერთმანეთს ბევრჯერ შევხვდით. სირთულეებს გვიქმნიდა და ამას ყოველთვის ამტკიცებდა. მაოცებს მისი სურვილი ფორმის შენარჩუნების სურვილი და მაღალ დონეზე თამაშის მისწრაფება. დატოვებს გუნდს? არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არა. „იუვენტუსისთვის“ სერია A-სადმი გაზრდილი ინტერესის გამო, რომელიც მან მოიტანა. იმედი მაქვს, რომ დარჩება“.
შეგახსენებთ, რომ კლაუდიო მარკიზიო „იუვეს“ აკადემიაში 1991 წლიდან ირიცხებოდა და 2006 წელს მთავარ გუნდში დებიუტი ჰქონდა, სადაც 2018 წლამდე ითამაშა და შემდეგ კარიერა „ზენიტში“ დაასრულა.