მთავარი / სიახლეები / მარკიზიო: “პოგბა “იუვენტუსში” თავიდან დაიბადება”

მარკიზიო: “პოგბა “იუვენტუსში” თავიდან დაიბადება”

კლაუდიო მარკიზიომ პოლ პოგბას შესახებ ისუაბრა და განაცხადა, რომ თავიდანვე ურჩია „მანჩესტერში“ არ წასულიყო. მარკიზიო მიიჩნევს, რომ ფრანგი „იუვენტუსში“ დაბრუნებით თავიდან დაიბადებოდა.

„პოგბას თავიდანვე ვუთხარი, რომ „მანჩესტერში“ წასვლა შეცდომა იქნებოდა და თუ წასვლა უნდოდა, ესპანეთში უნდა წასულიყო. მისი დაბრუნება უკიდურესად დადებითი იქნება. პოლი თავიდან დაიბადება იმ გარემოში, სადაც უყვართ. ის „იუვეს“ ბევრს მისცემდა, დიდებული პროფესიონალია.

ბოლო წლებში გუნდში დიდი ნახევარმცველი არ მისულა. დაცვა და თავდასხმა საუკეთესო ელემენტებითაა სავსე, მაგრამ შუაში სჭირდება ასეთი ფეხბურთელი. ყველაფერი პიანიჩის მხრებზე გადადის, მას სამწუხაროდ მცირე ტრავმები ჰქონდა, იანვრამდე ძალიან კარგი იყო.

„იტალიაში „იუვენტუსს“ უპირატესობა აქვს „ლაციოსთან“ ან „ინტერთან“ შედარებით შემადგენლობის სიღრმით. ინძაგის გუნდმა დადებითი ტალღა მიიღო, შესანიშნავად თამაშობს. შესაძლოა ამ პაუზამ მასზე ცუდი გავლენა მოახდინოს“, – თქვა მარკიზიომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …